კრისტალმა საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო

„კრისტალი“ ქართულ საფინანსო ბაზარზე საქმიანობას მიკრობანკის სტატუსით გააგრძელებს. შესაბამისი ლიცენზია კომპანიამ საქართველოს ეროვნული ბანკისგან უკვე მიიღო.
მიკრობანკის ლიცენზიის მიღება ადასტურებს, რომ “კრისტალი” არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით ძლიერი, პასუხისმგებლობიანი, სტაბილური, გამჭვირვალე და სანდო ფინანსური ინსტიტუტია. გამართული ბიზნეს პროცესებით, მაღალი მომგებიანობით, მყარი რეპუტაციითა და ღირებულებებით კომპანია სრულად შეესაბამება საფინანსო ორგანიზაციების თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს, რაც არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდოთია აღნიშნული.
ლიცენზიის მოსაპოვებლად განაცხადი კომპანიამ საქართველოს ეროვნულ ბანკში 2023 წლის დასასრულს წარადგინა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ტრანსფორმაციის ინტენსიური, კომპლექსური და მრავალმხრივი პროცესი, რათა „კრისტალი“ ახალ კანონმდებლობას, რეგულაციებსა და მთლიანად საბანკო სფეროს სპეციფიკას პროდუქტებით და პროცესებით, სამართლებრივი კუთხით, ციფრული ტექნოლოგიებით, რისკების მართვით, გამართული შიდა ორგანიზაციული სტრუქტურით და თანამშრომლების პროფესიული მომზადების მხრივ, სრულად და ეფექტიანად მორგებოდა.
კრისტალი ქართულ საფინანსო ბაზარზე ოპერირებას უახლოეს მომავალში ახალი სტატუსით გააგრძელებს. სლოგანით „შენი შესაძლებლობების ბანკი“, კომპანია მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს არსებული თუ ახალი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული და ციფრული პროდუქტების შეთავაზების კუთხით და ამ პროცესში განსაკუთრებულ აქცენტს აგრო სექტორსა და მიკრო მეწარმეებზე გააკეთებს.

კომპანიის მთავარ პრიორიტეტად კვლავაც რჩება მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მოქნილი და ინოვაციური, სერვისების შეთავაზება და ფინანსებზე, ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი წარმატება და უკავშირდება იმ დინამიურ ნაბიჯებს, რომლებსაც „კრისტალი“ ბოლო წლების განმავლობაში დგამდა. მადლობა საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელმაც ძალზედ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესში, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებსა თუ ინვესტორებს მხარდაჭერისთვის, და უპირველეს ყოვლისა ჩვენს გუნდს, იმ უდიდესი შრომისთვის, რაც ლიცენზიის მიღების პროცესს თან ახლდა და, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს — ყველას, ვინც თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლიცენზიის მიღების რთულ და საინტერესო გზაზე. ვამაყობთ, რომ ჩვენი საქმიანობით ვემსახურებით საქართველოს უკვე თითქმის 27 წელია, ვშრომობთ და ვაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკას იმ რწმენით, რომ საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა!“, – აცხადებს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.
საფინანსო სექტორში კომპანია გამორჩეულია სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორის რეპუტაციით. ეს მრავალწლიანი გამოცდილება, ექსპერტული ცოდნა და ახალი სტატუსი კი როგორც არსებული, ისე ახალი მომხმარებლებისთვის დამატებით სტიმულსა და შესაძლებლობებს ქმნის.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების შემდეგ კრისტალი, რომელსაც კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტი აქვს, კვლავაც ერთგულად განაგრძობს სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებებით მუშაობას.

“კრისტალის” შესახებ:

კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა დან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ
ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია – საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.

მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით ხვდება.