“კრისტალმა” საბანკო სერვისების მიწოდება დაიწყო – როგორია შედეგები/გეგმები?

16 ივნისიდან “კრისტალმა” საბანკო სერვისების მიწოდება დაიწყო. მიკრობანკად ტრანსფორმაციის პროცესსა და გეგმებზე “საქმიან დილაში” კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, მელანია კუჭუხიძემ ისაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, “კრისტალი” ბაზარზე დეპოზიტების მიმართულებით მაღალი საპროცენტო განაკვეთით შევიდა.
ამასთან, მელანია კუჭუხიძე ამბობს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით კომპანიისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვა შედარებით ძვირი იყო, ამიტომ, ამოცანა შედარებით იაფი რესურსით ჩანაცვლებაა.