მიკრობანკად ტრანსფორმაციის შემდეგ, კრისტალი კვლავ აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას. ამ მიზნით, კომპანია სისტემატურად მართავს შეხვედრებს და მასტერკლასებს სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებისთვის.
ამჯერად, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, კრისტალის ინიციატივით ჩატარდა მასტერკლასი თემაზე „ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური კოეფიციენტები“, რომლის მიზანი ბიზნესის მფლობელებისთვის ფინანსურ საკითხებში ცოდნის გაზიარება და მათი პრაქტიკაში გამოყენების გზების ჩვენება იყო. აღნიშნულ საკითხებზე ახალი ინფორმაციის მიღება დაეხმარება მცირე და საშუალო კომპანიებს განვითარებასა და სწორი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში.
შეხვედრას SME ბიზნეს კონსალტინგის კუნსულტანტი ანა ტყავაძე უძღვებოდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იმ ძირითადი ფინანსური კოეფიციენტებისა და მეტრიკების შესახებ, რომელიც გასათვალისწინებელია ბიზნესის ფინანსური წარმატებისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ კრისტალის წარმომადგენლებმა, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს
კრისტალის, როგორც ახალი მიკრობანკის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია და გააცნეს ის ახალი შესაძლებლობები, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს ფინანსურ რესურსებზე წვდომის კუთხით სთავაზობს. მსგავს საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვნად დაეხმარება მცირე და საშუალო კომპანიებს უფრო ეფექტური და ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.
კრისტალისთვის ბიზნესის მხარდაჭერა და მის განვითარებაში ჩართულობა, ერთ-ერთი პრიორიტეტული ნაწილია. სწორედ ამიტომ, კომპანია აქტიურად მუშაობს მათთვის ფინანსური თუ არაფინანსური სერვისების შექმნაზე, განვითარებასა და მათთვის საჭირო რესურსების შეთავაზებაზე, როგორც დამოუკიდებლად, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.




