„კრისტალის“ მოგება გაორმაგდა – როგორია მიკროსაფინანსოს ფინანსური მაჩვენებლები

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მოგება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 6.7 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია (2022 წლის მესამე კვარტალში 2.9 მლნ ლარი იყო).
რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს, ასეთია:
მთლიანი აქტივები – 499 მლნ ლარი;
მთლიანი ვალდებულებები – 383.6 მლნ ლარი;
მთლიანი კაპიტალი – 82.7 მლნ ლარი;
მთლიანი სესხები – 417 მლნ ლარი;
საპროცენტო შემოსავალი – 77.4.
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციაა მიკროსაფინანსო ბაზარზე, რომელიც უახლოეს პერიოდში მიკრო ბანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს.
„კრისტალი“ წარმოდგენილია 50 ფილიალით, ემსახურება 120 ათასზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს და ასაქმებს 1000-ზე მეტ ადამიანს.