კრიპტო-ჰაკერებმა 2023 წელს დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი მოიპარეს

ჰაკერებმა, 2023 წელს, კრიპტო ბირჟებიდან და საფულეებიდან, ჯამში დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი მოიპარეს, რაც 2022 წლის მაჩვენებლთან შედარებით, 54.3%-ით ნაკლებია.
კიბერშეტევები კრიპტო ინდუსტრიისთვის მუდმივ გამოწვევას წარმოადგენს, რის გამოც აუცილებელი ხდება კიბერუსაფრთხოების საკითხი. იმის მიუხედავად, რომ 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს მოპარული თანხები განახევრდა და კიბერუსაფრთხოების კუთხით განვითარება აშკარად იგრძნობა, ინდივიდუალური ჰაკერული შემთხვევები, როდესაც დამნაშავე ადამიანის კომპიუტერულ სისტემაში იჭრება და შემდგომ იქედან ახდენს კრიპტო საფულეებზე კონტროლის მოპოვებას, 2022 წელთან შედარებით, 219-დან, 231-მდე გაიზარდა.
გასულ წელს, ჩრდილოთ კორეასთან დაკავშირებული ორგანიზაციები განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჰაკინკის მიმართულებით. დაახლოებით 20 ჰაკერისგან შემდგარმა ჯგუფმა, გასულ წელს, 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარა.
აქვე გეტყვით, რომ ჩრდილოეთ კორეა ადრე უარყოფდა ბრალდებებს ჰაკერობის, ან მსგავსი კიბერშეტევების შემთხვევების შესახებ.
bpn.ge