კრიპტოინდუსტრიის მილიარდიანი ფსონი აშშ-ს არჩევნების შედეგებზე – ვის გამარჯვებას ელოდებიან ტრეიდერები?

კრიპტოინდუსტრიის მილიარდიანი ფსონი -ს ს შედეგებზე – ვის გამარჯვებას ელოდებიან ტრეიდერები?
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბიტკოინის კურსი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა, ფსონების საერთო მოცულობამ ჯამში 3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მაგალითისთვის, 29 ოქტომბერს ბიტკოინის ფასმა 73 ათასს დოლარს გადააჭარბა, რაც მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლები იყო. თუ ტენდენციით ვიმსჯელებთ, კრიპტოვალუტის კურსი აშშ-ს არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად იზრდებოდა.
ს მიერ ჩამოყალიბებულმა კრიპტოვალუტის მხარდასაჭერმა საარჩევნო კამპანიამ, ბიტკოინის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ტრამპმა და მისმა გუნდმა „ფანდრაიზინგის“ მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ კრიპტოვალუტით შეაგროვეს. ბიტკოინი ტრამპის პიარკამპანიის ნაწილადაც იქცა- სექტემბერში, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი FOX Business-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ტრამპი ამომრჩევლებს ბურგერებით უმასპინძლდებოდა და კრიპტოვალუტით იხდიდა.
მოგვიანებით, 31 ოქტომბერს, ტრამპმა ბიტკოინის მომხმარებლებს ტექნიკური დოკუმენტების გამოქვეყნების მე-16 წლისთავი მიულოცა. ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტები სწორედ კრიპტოვალუტის კონცეფციას აღწერს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის პიარკამპანიას და მის პოლიტიკას კონსულტაციას დევიდ ბეილი უწევს — ერთ-ერთი უძველესი კრიპტოვალუტაზე მომუშავე ონლაინ-გამოცემის, Bitcoin Magazine-ის მფლობელი და მთავარი რედაქტორი.
საპირისპირო სურათია „დემოკრატიულ პარტიაში“.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ს, საარჩევნო შტაბი, საჯარო გამოსვლებში კრიპტოვალუტის მხარდამჭერ განცხადებებს არ აკეთებს, ჰარისი თემას მხოლოდ ზედაპირულად ეხება.
ამჟამინდელი ადმინისტრაციის ქმედებები კრიპტოინდუსტრიაში მეტწილად უარყოფითად აღიქმება, უპირველესად, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მრავალრიცხოვანი სანქციებისა და დაუსრულებელი სასამართლო პროცესების გამო.
მარეგულირებელმა ორგანომ ბოლო წლებში ყველაზე მსხვილი მოთამაშეების წინააღმდეგაც კი შეიტანა სარჩელი, მაგალითად, ისეთების, როგორებიც არიან Coinbase და Kraken, ასევე კრიპტობაზრის წამყვანი მოთამაშე- Cumberland.
Securities and Exchange Commission (SEC) -ის ხელმძღვანელს, გარი გენსლერს კრიპტობაზრის მიმართ მკაფიოდ ნეგატიურ პოზიცია აქვს და ღიად საუბრობს მასში „თაღლითებისა და მატყუარების“ სიმრავლეზე.
მაშინაც კი, როდესაც SEC-მა ათწლეულების მანძილზე პირველად დაამტკიცა ბიტკოინზე დაფუძნებული ბირჟის ფონდების (ETF) გაშვება აშშ-ში, გენსლერმა აღნიშნა, რომ მისი პოზიცია კრიპტობაზრის მიმართ არ შეცვლილა. ამის საპასუხოდ, ივლისში, კრიპტოვალუტებისადმი მიძღვნილ Bitcoin 2024 კონფერენციაზე, დონალდ ტრამპი ტრეიდერებს პირდაპირ დაჰპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში გენსლერს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა.
ბოლო დღეებში, კომპანია Grayscale-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 53% მზად არის მისცეს ხმა კრიპტოვალუტაზე ორიენტირებულ კანდიდატს.
კომპანია Chainalysis-ის ოქტომბრის კვლევის თანახმად, კრიპტობაზრის გლობალური აქტივობის 22%-ზე მეტი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მოდის- რაც დაახლოებით 1,3 ტრილიონი დოლარის ეკვივალენტია. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აშშ-ში ივაჭრება.
Bloomberg-ის მიერ გამოკითხულმა კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმების წარმომადგენლებმა, გარიგებების მონაცემებზე დაყრდნობით, იწინასწარმეტყველეს ბაზრისთვის უჩვეულო არასტაბილურობა როგორც არჩევნების დღეს, ასევე მის შემდგომ დღეებში.
ასე რომ, კრიპტოვალუტა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
მართალია, კრიპტოვალუტის მესვეურების ფსონი დონალდ ტრამპის გამარჯვებაზეა, თუმცა ექსპერტები ბაზრით დაინტერესებულებს ურჩევენ, არ იჩქარონ და საინვესტიციო გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღონ, რაც წლის ზოგადი ტენდენცია დადგინდება.
წყარო: rbc.ru
თარგმნა ქრისტინა კვაჭანტირაძემ