კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირება იწყება

მთავრობა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) ანუ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირებას გეგმავს. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ზედამხედველობის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესისაგან ადგილზე, ან დისტანციურად.
პაატა კვიჟინაძის ცნობით, ეროვნულმა ბანკმა ასევე, 2026 წლის პირველ სექტემბრამდე ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს.
“ამასთან, ეროვნულ ბანი უფლებამოსილი იქნება – დაადგინოს მათთვის საზედამხედველო წესები და მოთხოვნები, მათ შორის, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშება, დაადგინოს კაპიტალის აქტივებისა და რისკების მართვის სტანდარტები, განსაზღვროს რისკების ჩარჩო და შემოიღოს სხვა დამატებითი მოთხოვნები. ასევე, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება მათთვის დაადგინოს მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული წესები”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ვრცლად:ბიზნესპარტნიორი