კრიპტობირჟა OPNX-მა საქმიანობა ოფიციალურად შეწყვიტა

კრიპტობირჟა OPNX-მა საქმიანობა ოფიციალურად შეწყვიტა.
მომხმარებლებს აქტივების გასატანად და ანგარიშების დასახურად ერთკვირიანი პერიოდი მიეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას FINANCE MAGNATES ავრცელებს.
ბირჟამ თავის მომხმარებლებს აღნიშნული ინფორმაცია ელფოსტით მიაწოდა.
ცნობისთვის, OPNX-ის მიღმა Three Arrows Capital-ის დამფუძნებლები დგანან, რომლებმაც ეს კრიპტობირჟა 2021 წელს დააფუძნეს.

ასევე დაგაინტერესებთ