კრიმინალ კეზერაშვილის ურეიტინგო ‘ფორმულამ’ მორიგი ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯა ამერიკაში ანტიქართული ‘მესიჯბოქსის’ ტირაჟირებაზე

აშშ-ის ე.წ. რუსულმა FARA-ს კანონმა გვამცნო, რომ ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის საგარეო პოლიტიკური ლობიზმი იმაზე უსახურია, ვიდრე ხაბეიშვილის ენმ-ის ე.წ თავმჯდომარეობა, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე -ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ნახევარი მილიონი დოლარის დახარჯვის მიუხედავად, “ფორმულამ” ანტიქართული გზავნილების ტირაჟირება ვერ მოახერხა. “აშშ-ის ე.წ. რუსულმა FARA-ს კანონმა გვამცნო, რომ ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის საგარეო პოლიტიკური ლობიზმი იმაზე უსახურია, ვიდრე ხაბეიშვილის ენმ-ის ე.წ თავმჯდომარეობა.
‘მისტერ ოფშორის’, კრიმინალ კეზერაშვილის ურეიტინგო ‘ფორმულამ’ მორიგი ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯა ამერიკაში ანტიქართული ‘მესიჯბოქსის’ ტირაჟირებაზე, მაგრამ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია. რომელიმე ამერიკელი კანონმდებლის აპარატის თანამშრომელთან ანდა სტაჟიორთან შეხვედრა კი, უდიდესი პატივია უხეირო ნაცაქტორების ერთი ფლანგისთვის. როგორც ჩანს, კეზერაშვილის მოჩანჩალე ჯიბის ტელეარხზე გასართობი გადაცემების დახურვა უცხოეთში მავნებლურ ლობიზმზე თანხების კვლავ უშედეგოდ გადამისამართებასაც უკავშირდება. ავაზაკი კეზერაშვილი მისი მწირი ინტელექტურალური დიაპაზონითა და კრიმინალური ბაგაჟით რომ მაინც ლუზერად დარჩება პოლიტიკურ ველზე, ეს უდავოა. საინტერესოა, კიდევ როდემდე გააგრძელებს რევანშისტულად, სასოწარკვეთილად წყლის ნაყვას. ვრცლად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასულ 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.” – წერს გია აბაშიძე.
Previous: 420 000 დოლარი ლობიზმში: Fara-ზე “ფორმულას” მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის 6-თვის საქმიანობის ანგარიში გამოქვეყნდა

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა, EMAAR ჯგუფის ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა

მშვიდობის შენარჩუნება, სათანადო პოლიტიკა და ხედვა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას, გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც უბიძგა ჩვენს მეგობრებს, გაერთიანებულ საამიროებში, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულიყო ასეთი მასშტაბური ინვესტიცია

ჩვენი დელეგაციის და მისი ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის დამსახურებაა ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობისა და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე