მიმდინარე პროცესები ან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა, ან ამ პროცესების განმუხტვის ერთადერთი ცივილური ფორმა არჩევნებია, – ასეთი განცდა აქვს კომპანია BDO-ს მმართველ პარტნიორს, ზურაბ ლალაზაშვილს.
მისი აზრით, საზოგადოების გახლეჩა საშიშ ზღვრამდე მიდის. რაც შეეხება მომავალს, ლალაზაშვილის აზრით, ორი გზა არის.
“ან მივალთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, სისხლის ღვრამდე ან ამის განმუხტვის ერთადერთი ცივილური ფორმა არის არჩევნები. სხვა ცივილური ფორმა ამისი არ არსებობს. თუმცა, ამას მომზადება სჭირდება. საბოლოო ჯამში, საზოგადოებისთვის შედეგი რაც იქნება, უნდა იყოს აღიარებული მიუხედავად იმისა, რა შედეგი დადგება“, – ამბობს ლალაზაშვილი და ამატებს რომ ახლა საზოგადოებაში იმხელა მიხტია, მისი ჩახშობა შეუძლებელია.
“ამის გაჩერება არის შეუძლებელი ისე როგორც ჟურნალისტების, ასევე ამ ხალხის. ამის შეჩერება არაფორმალური დაჯგუფებების მიერ ხდება, რასაც ჩვენი პოლიცია სამწუხაროდ წინ ვერ აღუდგა. პირველ რიგში რაც არის გასაკეთებელი, იდენტიფიცირება იქნება ამ ხალხის დასჯა და არა ახალგაზრდების, რომლებმაც შეიძლება ფეხი მიარტყა რომელიმე ბარიერს,” – ამბობს ლალაზაშვილი.