„კრიზისების მიუხედავად მიმდინარე წელი როგორც გაყიდვების, ასევე ჩვენ მიმართ ცნობადობის გაზრდის კუთხით დადებითი იყო“ – „ხახაბო“

„კრიზისების მიუხედავად მიმდინარე წელი როგორც გაყიდვების, ასევე ჩვენ მიმართ ცნობადობის გაზრდის კუთხით დადებითი იყო“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ ცივი დაწურვის მეთოდით დამზადებული ზეთების მწარმოებელი კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზაქარია სვიმონიშვილმა უთხრა. მისი თქმით კომპანია „ხახაბო“ 100 პროცენტით ნატურალურ ზეთებს აწარმოებს და ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიით ზეთებს აწარმოებს.
„ამ ეტაპზე ვაწარმოებთ სელის, გოგრის, ჩიას, სეზამის, ნუშის, ნიგოზის და შავი კვლიავის ზეთებს. ჩვენი ზეთები გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე საკვებად ციცი მოხმარებისთვის. მისი მოხარშვა და შეწვა არ შეიძლება. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ სხვა პროდუქტების ზეთებიც დავტესტოთ.
ჩვენ პროდუქციას ძირითადად ონლაინ ვყიდით, ყველა მათგანი მაღაზიაში არ გვაქვს შეტანილი, თუმცა სელის და გოგრის ზეთის შეძენა მომხმარებელს „ფრესკოშიც“ შეუძლია.“ – აღნიშნა ზაქარია სვიმონიშვილმა.
სვიმონიშილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „ხახაბო“ ჯერჯერობით ახალი კომპანიაა მისი ცნობადობა დაბალია, თუმცა მიუხედავად ამისა გაყიდვებში დადებითი ტენდენცია შეინიშნება და მომხმარებელთა მხრიდან დაინტერესება მაღალია. კომპანია „ხახაბო“ ასევე თავის მოვლის საშუალებებსაც აწარმოებს
„ჩვენ ასევე გვაქვს ნატურალური სელის ზეთებისგან ნარევი გაკეთებული, რომელიც სახლის და ტანის მოვლისთვის გამოიყენება. საქართველოში რა ნედლეულიც მოდის იმას ადგილობრივი გლეხებისგან ვიბარებთ სელის მარცვალი შემოგვაქვს, თუმცა წელს დაიწყეს სელის მარცვლის საქართველოში მოყვანაც და ალბათ ჩვენც ქართულ სელზე გადავალთ“ – აღნიშნა ზაქარია სვიმონიშვილმა.
კომპანია 2021 წელს დაფუძნდა და ინვესტიცია 140 000 ლარი იყო.