კრივოი-როგზე რუსული რაკეტით დარტყმის შედეგად დაჭრილთაგან ოცის მდგომარეობა მძიმეა

უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის საცხოვრებელ მიკრორაიონზე რუსული ბალისტიკური რაკეტით დარტყმის შედეგად დაჭრილებს შორის 20-ის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ქალაქის თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსანდრ ვილკულის თანახმად, 7 აპრილის დილის მონაცემებით, საავადმყოფოებში რჩება 33 დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი. ვილკულის ინფორმაციით, პაციენტებიდან მძიმეა 2 ბავშვის და უფროსი ასაკის 18 პირის მდგომარეობა.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4 აპრილს, საღამოს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს კრივოი-როგის საცხოვრებელ მიკრორაიონს. სარაკეტო დარტყმას მოჰყვა ქალაქზე დრონებით შეტევაც.
დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი. დაშავდა 60-ზე მეტი.
6 აპრილს, როცა უკრაინაში ეროვნული გლოვა იყო, -ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა სოციალურ ქსელ X-ში უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობას გამოხატავენ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად 20 ადამიანის, მათ შორის 9 ბავშვის დაღუპვის გამო.
4 აპრილს, კრივოი-როგის შესახებ გავრცელებულ პირველ განცხადებაში ბრინკს არ უხსენებია, რასაც ბევრი უკრაინელის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. -ის ელჩი გააკრიტიკა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება