კრივი-რიჰში, სადაც რუსეთის სარაკეტო დარტყმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 14 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

კრივი-რიჰში, სადაც ს სარაკეტო დარტყმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 14 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ვილკული ავრცელებს.
„12 ივნისს მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, 14 ივნისს კრივი-რიჰში გლოვის დღე გამოცხადდება“, – განაცხადა ალექსანდრე ვილკულმა.
ასევე, ვილკულის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად, რომელიც რუსეთმა გუშინ საღამოს განახორციელა, 9 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვი.

ასევე დაგაინტერესებთ