“კრემონეზემ” ისევ მოიგო – ლოჩოშვილმა ისევ შეუცვლელად ითამაშა

სერია B-ს 23-ე ტურში “კრემონეზემ” გასვლაზე 1:0 დაამარცხა აუტსაიდერი “ლეკო”.
სტუმართა გუნდში კვლავ შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა და ყვითელი ბარათი მიიღო.
კრემონელებმა ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს, 44 ქულით მეორე ადგილზე არიან, ლიდერ “პარმას” 4 ქულით ჩამორჩებიან და 10 თებერვალს “რეჯანას” უმასპინძლებენ.
ლეკო – კრემონეზე 0:1
გოლი: კოდა (54, პენ)

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }