კრემლში მიმდინარეობს სტივ უიტკოფისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

კრემლში დაახლოებით ერთი საათია დაიწყო -ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილ სტივ უიტკოფისა და ს ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.
გავრცელებული მოკლე ვიდეომასალის მიხედვით, შეხვედრის მაგიდას აგრეთვე უსხედან: უიტკოფის მხარეს – -ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და თარჯიმანი; პუტინის მხარეს – იური უშაკოვი, მისი მრჩეველი, კირილ დმიტრიევი, მისი წარმომადგენელი ში ომის დასრულების შეთანხმებაზე მუშაობის პროცესში და თარჯიმანი. შეხვედრის დაწყების ამსახველი მოკლე ვიდეო დაახლოებით ერთი საათია, რაც გავრცელდა და მასზე მისალმებაა ასახული, რა დროსაც სტივ უიტკოფი მოსკოვზე ამბობს – „დიდებული ქალაქია!“.
ეს მოკლე დიალოგი კი ასე წარიმართა:
პუტინი: მოხარული ვარ, რომ გხედავთ. მოასწარით გასეირნება?
უიტკოფი: ლამაზი გასეირნება იყო.
პუტინი: მოსკოვის ხელისუფლებასთან ერთად, არა? მოსკოვის ხელისუფლება სამართლიანად ამაყობს, რაც მან გააკეთა დედაქალაქის განვითარებისთვის ბოლო წლების განმავლობაში. იმედი მაქვს, თავადაც ნახეთ.
უიტკოფი: ეს დიდებული ქალაქია!
პუტინი: გმადლობთ.
ამ შეხვედრის დაწყებამდე ს პრეზიდენტი მოსკოვში მიმდინარე საინვესტიციო ფორუმზე გამოვიდა სიტყვით და აგრეთვე უპასუხა რუსი ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას. მათ შორის, ევროპის შესახებ განაცხადა:
“მათ შეიარაღბაში აიღეს რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების თეზისი და დღემდე, როგორც ჩანს, ამ ილუზიებით ცხოვრობენ. თუმცა, ესმით, ტვინით ესმით, რომ ეს უკვე კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა, ასეთი რამ შეუძლებელი იყო, მათ თავის დროზე სასურველი სინამდვილედ აღიქვეს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ უტყდებიან, არ უნდათ.
თავად თქვეს უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და პრეზიდენტ ტრამპსაც ხელს უშლიან
მათ არ გააჩნიათ სამშვიდობო დღის წესრიგი, ისინი ხომ ომის მხარეს არიან”, – განაცხადა პუტინმა, რომელიც ევროპას ში ომის დასრულებაზე ტრამპის მცდელობის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და შემდეგ შეკითხვაზე მისი პასუხი ევროპის მიმართ მუქარის შემცველი იყო:
“არ ვაპირებთ ევროპასთან ბრძოლას, ეს უკვე ასჯერ ვთქვი. მაგრამ, თუკი ევროპას უცებ მოუნდება ჩვენთან ომი და დაიწყებს მას, ახლავე მზად ვართ. აქ არ შეიძლება ეჭვი იყოს. მხოლოდ, საქმე რაშია? თუკი ევროპა უცებ დაიწყებს ჩვენთან ომს, მგონია, რომ ძალიან სწრაფად… ეს ხომ უკრაინა არ არის. უკრაინასთან ქირურგიული საშუალებით ვმოქმედებთ, აკურატულად. გასაგებია, ხო? ეს არ არის ომი ამ სიტყვის პირდაპირი, თანამედროვე გაგებით. თუკი ევროპას უცებ მოუნდება ჩვენთან ომის დაწყება და დაიწყებს მას, ძალიან სწრაფად შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, რომელშიც მოსალაპარაკებელიც აღარავისთან გვექნება”.

ასევე დაგაინტერესებთ