კრემლში ისევ არ ამბობენ, ვინ მიიღებს მონაწილეობას სტამბოლში, უკრაინასთან მოლაპარაკებაში

მედიასაშუალებები დღეს ისევ უშედეგოდ ცდილობდნენ იმის გარკვევას, ვინ მიიღებს დან მონაწილეობას სთან მოლაპარაკებაში, რომელიც 15 მაისს სტამბოლში უნდა გაიმართოს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების ამ შეკითხვას კონკრეტული პასუხი არც დღეს, 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე არ გასცა.
წინა დღეს, 13 მაისს პესკოვმა ბრიფინგზე თქვა, რომ დელეგაციის შემადგენლობას მაშინ გამოაცხადებენ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის პრეზიდენტი პუტინი. დღეს პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინისგან მითითება ჯერ არ მიუღიათ.
კრემლის პრესმდივანმა მხოლოდ ის თქვა, რომ 15 მაისს რუსეთის დელეგაცია უკრაინის დელეგაციას სტამბოლში დაელოდება.
პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია სტამბოლში განიხილავს პოლიტიკურ და ტექნიკურ საკითხებს და დელეგაციის შემადგენლობაც ამის მიხედვით განისაზღვრება.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა ფრანგულ გამოცემა Le Monde-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში ჩავა იმ შემთხვევაშიც, თუ პუტინი უარს იტყვის პირდაპირ კონტაქტზე.
ერმაკის თქმით, უკრაინელები მზად არიან დიალოგის ნებისმიერი ფორმატისთვის, მაგრამ აქვთ პირობა – ცეცხლის სრულად და დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ -ის პრეზიდენტთანაც.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება. თურქეთში ჩასვლა არ გამორიცხა პრეზიდენტმა ტრამპმა.
ფორუმი