კრემლში ვერ ასახელებენ რუსეთისა და უკრაინის მემორანდუმის მომზადების ვადას

მემორანდუმის შესახებ 19 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„ვადები არ არის და ვერ იქნება. გასაგებია, რომ ყველას სურს ამის მაქსიმალურად სწრაფად გაკეთება, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია“, – უთხრა ჟურნალისტებს 19 მაისს, ღამით პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
კრემლის პრესმდივნის თქმით, რუსული და უკრაინული მხარეებისგან იქნება პროექტების ფორმულირება, მათი გაცვლა და შემდეგ – რთული კონტაქტები საერთო ტექსტის შესამუშავებლად.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 მაისს, საღამოს -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინულ მხარეს შესთავაზებს მემორანდუმს მომავალი, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს გარკვეულ პოზიციები.
როგორც პუტინმა თქვა, მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო ვადები და ა.შ. მათ შორის გარკვეული ვადით ცეცხლის შეწყვეტა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.
19 მაისს, ღამით კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რას გულისხმობს რუსეთი მემორანდუმში.
ზელენსკის თქმით, თავისი ხედვის ფორმულირებას შეძლებს მას შემდეგ, რაც რუსეთი ამ მემორანდუმს შესთავაზებს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენციას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტთან მისი სატელეფონო საუბრები ჯერ პირადად და შემდეგ ევროპელ ლიდერებთან ერთად.
რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, არაერთხელ განუცხადებია, რომ სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ახალი რეალიების” გათვალისწინებით. კრემლი ასეთად მიიჩნევს უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებას.
რუსეთმა ოკუპაციის შედეგად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები თავის ტერიტორიად გამოაცხადა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რვა თვეში, 2022 წლის 30 სექტემბერს, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ დათმობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე – თავსმოხვეული იყო მოსაზრება, რომ ასეთი სპეციალური სამსახურები უნდა შექმნილიყო – პროკურატურას უბრუნდება საკითხები, რომლებიც ისედაც მის მიერ განხილვადი იყო და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება