კრემლში დაადასტურეს, რომ უახლოეს დღეებში პუტინის და ტრამპის შეხვედრაა დაგეგმილი

რუსეთი და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და ს შეხვედრა. ამის შესახებ, როგორც რუსული სააგენტოები „ინტერფაქსი“ და „ტასი“ იუწყებიან, დღეს 7 აგვისტოს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა ს პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
უშაკოვის თანახმად, შეთანხმებას ამერიკული მხარის წინადადებით მიაღწიეს.
პუტინის თანაშემწის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს „შეხვედრის პარამეტრების კონკრეტული დამუშავება“, თუმცა შეხვედრის ადგილი, პრინციპში, უკვე შეთანხმებულია და მოგვიანებით გამოცხადდება.
6 აგვისტოს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმირ პუტინთან და სთან შესახვედრად.
გამოცემა The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეხვედრა შესაძლოა, მომავალ კვირაში შედგეს.
ამ ცნობებს წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა, რომელიც 6 აგვისტოს კრემლში გაიმართა.
ფორუმი