კრემლში განაცხადეს, რომ „დათვია“ და არა „ქაღალდის ვეფხვი“

უკრაინისა და ს შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ს ბოლო განცხადებები და „ქაღალდის ვეფხვად“ რუსეთის მოხსენიება კრემლში შეფასდა, როგორც ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის შედეგი.
შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს 23 სექტემბერს შეხვდნენ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ამ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა ინგრევა, კი კარგად ართმევს თავს დიდი არმიის შეჩერებას.
„ბატონმა ტრამპმა ზელენსკის ვერსიით მოისმინა, თუ რა ხდება და როგორც ჩანს, ამ მომენტში ეს ვერსია იქცა მიზეზად ისეთი შეფასების, რაც მოვისმინეთ“, – განაცხადა დღეს, 24 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რადიო „რბკ“-სთან ინტერვიუში.
სთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ -რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური სიტუაციის სრულად გაცნობის შემდეგ ფიქრობს, რომ უკრაინას ევროკავშირის მხარდაჭერით შეუძლია იომოს და დაიბრუნოს მთელი უკრაინა თავდაპირველი ფორმით და „ვინ იცის იქნებ უფრო შორსაც წავიდეს” რუსეთისთვის შექმნილი იმ ეკონომიკური პრობლემების გამოც, რომლებსაც თავად რუსეთის მოსახლეობა დაინახავს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი სამ წელზე მეტია უაზროდ და წარუმატებლად ომობს მაშინ, როცა სამხედრო თვალსაზრისით რეალურად ძლიერი სახელმწიფო ერთ კვირაში გაიმარჯვებდა, ამიტომ „ქაღალდის ვეფხვად“ გამოიყურება.
კრემლის პრესმდივნის განცხადებით, -ის პრეზიდენტის ყველა ნათქვამს ვერ დაეთანხმებიან. მათ შორის ეკონომიკური პრობლემების შესახებ, რადგან „რუსეთის ეკონომიკა დიდწილად გადაეწყო და შესანიშნავად უმკლავდება ფრონტის საჭიროებებს”.
კრემლში არც იმას ეთანხმებიან რომ რუსეთი „ქაღალდის ვეფხვია”. როგორც პესკოვმა თქვა, „რუსეთი არანაირად არ არის ვეფხვი“ და „უფრო დათვთან ასოცირდება, ქაღალდის დათვები კი არ არსებობენ“.
კრემლის პრესმდივნის განცხადებით, „რუსეთი ნამდვილი დათვია“, რომელიც არაერთხელ აღუწერია პრეზიდენტ პუტინს.
ვლადიმირ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ დათვი რუსეთის სიმბოლოა. პუტინი ხაზს უსვამდა დათვის ძალას და დამოუკიდებლობას. მაგალითად, 2014 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ დათვი არავის ნებართვას არ სთხოვს და „თავის ტაიგასაც არავის მისცემს“.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში