კრემლმა პასუხი გასცა ტაკერ კარლსონის განცხადებას პუტინზე თავდასხმის მზადების შესახებ

კრემლმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი ტელეწამყვანის, ტაკერ კარლსონის განცხადებაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობის შესახებ. პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსული სპეცსამსახურები „მიიღებენ ყველა საჭირო ზომას სახელმწიფოს მეთაურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. მისი სიტყვები „ინტერფაქსს“ მოჰყავს.
პესკოვს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა კარლსონის სიტყვებზე, რომ პუტინზე მკვლელობის მცდელობას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, კრემლში ეს თემა დეტალურად არ განუხილავთ და არც ვაშინგტონი უხსენებიათ.
ტელეარხ Fox-ის ყოფილმა წამყვანმა, კარლსონმა, თავისი პოდკასტის ბოლო ეპიზოდში განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პუტინზე თავდასხმის მზადების შესახებ. მას არ დაუსახელებია თავისი ინფორმაციის დეტალები ან წყაროები, მაგრამ შესაძლო მზადებას „სიგიჟე“ უწოდა. მას არ დაუკონკრეტებია, თავად ბაიდენმა იცოდა თუ არა შესაძლო გეგმების შესახებ. ვაშინგტონს მის სიტყვებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ტელეწამყვანმა შარშან თებერვალში ინტერვიუ აიღო პუტინისგან, დეკემბერში კი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისგან. კრიტიკოსებმა ჟურნალისტი არაერთხელ დაადანაშაულეს შეთქმულების თეორიების გავრცელებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა