კრემლმა პასუხი გასცა ტაკერ კარლსონის განცხადებას პუტინზე თავდასხმის მზადების შესახებ

კრემლმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი ტელეწამყვანის, ტაკერ კარლსონის განცხადებაზე ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობის შესახებ. პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსული სპეცსამსახურები „მიიღებენ ყველა საჭირო ზომას სახელმწიფოს მეთაურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. მისი სიტყვები „ინტერფაქსს“ მოჰყავს.
პესკოვს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა კარლსონის სიტყვებზე, რომ პუტინზე მკვლელობის მცდელობას -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია ამზადებდა. ს საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, კრემლში ეს თემა დეტალურად არ განუხილავთ და არც ვაშინგტონი უხსენებიათ.
ტელეარხ Fox-ის ყოფილმა წამყვანმა, კარლსონმა, თავისი პოდკასტის ბოლო ეპიზოდში განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პუტინზე თავდასხმის მზადების შესახებ. მას არ დაუსახელებია თავისი ინფორმაციის დეტალები ან წყაროები, მაგრამ შესაძლო მზადებას „სიგიჟე“ უწოდა. მას არ დაუკონკრეტებია, თავად ბაიდენმა იცოდა თუ არა შესაძლო გეგმების შესახებ. ვაშინგტონს მის სიტყვებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ტელეწამყვანმა შარშან თებერვალში ინტერვიუ აიღო პუტინისგან, დეკემბერში კი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სგან. კრიტიკოსებმა ჟურნალისტი არაერთხელ დაადანაშაულეს შეთქმულების თეორიების გავრცელებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ევა შაშიაშვილის ქალიშვილი არის სტაციონარში, ამიტომ იძულებული გახდა, ბრალი ეღიარებინა და მტკიცებულებები უდავოდ ეცნო, მაგრამ ევას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება და გადატრიალება არ უნდოდა

ელენე ხოშტარია – ეს წელი გამარჯვების ნამდვილად არ ყოფილა, ბევრი ტკივილის და უღირსობის წელი იყო, მაგრამ ყველაზე ძვირფასის, თავისუფალი საქართველოს დაბადების წლად იქცა – შობის მეორე დღეს შემოგთავაზებთ გამარჯვების გზის ჩემეულ ხედვას