კრემლმა ირანის დაცვა საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები არაპროვოცირებული და მიუღებელია.
უწყებაში აცხადებენ, რომ არ შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებამ მომხდარის მიმართ გულგრილობა გამოხატოს.
“გაერო-ს სუვერენული წევრი სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების, მძინარე მშვიდობიანი ქალაქებისა და ბირთვულ-ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ არაპროვოცირებული სამხედრო დარტყმები კატეგორიულად მიუღებელია. არ შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება გულგრილი იყოს ასეთი სისასტიკის მიმართ, რომელიც ანგრევს მშვიდობას და ზიანს აყენებს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ მხარეებს თავშეკავებისკენ, რათა არ დაუშვან დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და რეგიონის სრულმასშტაბიან ომში ჩაძირვა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
13 ივნისის ღამეს ისრაელის არმიამ ირანში ბირთვულ ობიექტებს შეუტია. წინასწარი შეფასებით, პირველი დარტყმა ირანისთვის მოულოდნელი იყო როგორც მასშტაბით, ასევე გეოგრაფიულად.
დარტყმულ სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო დონის სამიზნეები, მეთაურები, სამხედრო ობიექტები, შტაბ-ბინები და ბირთვული ობიექტები.
არსებობს ვარაუდი, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის პირველი დარტყმების შედეგად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური, ჰოსეინ სალამი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე