ტელეგრამ არხზე ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ამ ინფორმაციის თანახმად, კადრიოვს თირკმელები გაეთიშა.
გავრცელებული ცნობით, კრემლი სასწრაფოდ ეძებს ჩეჩნეთის ახალ ხელმძღვანელს. გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვი ამჟამად საკუთარ კლინიკაში იმყოფება, მასთან ახლობლები შეიკრიბნენ.
სხვადასხვა წყაროების მონაცემებით, ამჟამად განიხილება სამი მთავარი კანდიდატი, რომლებიც კრემლისთვის ყველაზე უფრო მისაღებია: მუჰამედ დაუდოვი, აპტი ალიაუდინოვი და არმად კადიროვი, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი.
tvpirveli.ge




