კრემლი: ფონ დერ ლეიენის და კალასის ნომინაციის შემდეგ, ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობის ცუდი პერსპექტივა აქვს

ევროკავშირის ლიდერების მიერ ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენის კიდევ ერთი ვადით და ს პრემიერ-მინისტრ კაია კალასის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელად ნომინაციის შემდეგ, კრემლმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის პერსპექტივა ცუდად გამოიყურება.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბლოკის გადაწყვეტილება, ფონ დერ ლეიენი მეორე ხუთწლიანი ვადით შეერჩია, ვერაფერს შეცვლის.
მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან წევრთა შორის უთანხმოება მის ქმედებებზე გავლენას ახდენს, ევროკავშირმა მაინც შეძლო მობილიზაცება მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა 2022 წელს ში ათიათასობით ჯარისკაცი გააგზავნა. ბრიუსელმა კიევს ს წინააღმდეგ თავდასაცავად ფინანსური და სამხედრო დახმარება ბევრჯერ მიაწოდა და მოსკოვს სანქციების მრავალი პაკეტიც დაუწესა, რათა მისთვის მეზობელი, სუვერენული უკრაინიდან ძალების გაყვანა ეიძულებინა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელად ესტონეთის პრემიერ კაია კალასის შერჩევაზე კომენტარის გაკეთებისას, პესკოვმა თქვა, რომ ის ანტირუსული რიტორიკით არის ცნობილი.
„ქალბატონ კალასს ამ დრომდე არანაირი დიპლომატიური მიმართულების უნარები არ უჩვენებია და ჩვენს ქვეყანაში კარგად არის ცნობილი აბსოლუტურად შეურიგებელი და ხანდახან ღია ანტირუსული განცხადებებითაც“, – თქვა პესკოვმა.
„ამრიგად, არ ვფიქრობთ რომ ევროპული დიპლომატია ურთიერთობების ნორმალიზებაში რამენაირად წვლილს შეიტანს. მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ცუდია“, – დაამატა კრემლის პრესმდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ