კრემლი უკრაინის სამშვიდობო კონფერენციას უშედეგოდ მიიჩნევს

რუსეთმა 17 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის ომის თემაზე შვეიცარიაში ჩატარებული სამშვიდობო სამიტი უმნიშვნელო შედეგებით დასრულდა, რამაც, კრემლის მტკიცებით, მოსკოვის გარეშე მოლაპარაკებების გამართვის უშედეგობა დაადასტურა.
კრემლმა კომენტარი უქმეებზე გამართულ სამიტთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც 90-ზე მეტი ქვეყანა ესწრებოდა. ერთობლივ დეკლარაციაში დასავლურმა ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა ერთხმად დაგმეს ს შეჭრა ში. თუმცა, მათ ვერ შეძლეს დაერწმუნებინათ წამყვანი არამოკავშირე სახელმწიფოები, რომ მათ მიერ მიღებულ, საბოლოო, ერთობლივ განცხადებას შეერთებოდნენ.
ორშაბათს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ იმ კონფერენციის შედეგი, რომელზეც რუსეთი არ მიიწვიეს, “ნულთან იყო ახლოს, თუკი საუბარი ეხება შეხვედრის ეფექტიანობას”. მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინის სამშვიდობო ინიციატივა კვლავ დღის წესრიგშია და მოსკოვი დიალოგისთვის ისევ გახსნილია.
სამიტის დაწყების წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის მზადაა უკრაინაში ომი დაასრულოს, თუკი უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე და რუსეთს მთლიანად გადასცემს 4 რეგიონზე კონტროლს. “პირობები ძალიან მარტივია”, – განაცხადა პუტინმა და მათ შორის დაასახელა უკრაინის ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებიდან, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილიდან.
კიევმა პუტინის შეთავაზება მაშინვე უარყო. „ცხადია, ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ დადგება დრო, როდესაც საჭირო იქნება რუსეთთან საუბარი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ. „მაგრამ, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ჩვენ არ მივცემთ საშუალებას რუსეთს ილაპარაკოს ულტიმატუმების ენაზე, როგორც ის ახლა საუბრობს“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ომბუდსმენს – მზადდებოდა „მაიდნის“ სცენარი და რეალურ სიტუაციას თუ შეაფასებთ, ეს არ დაგაკნინებთ, არავინ იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერთ მხარს – თქვენ უნდა იყოთ ის ავტორიტეტი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ იყოთ

თეა წულუკიანი ლევან იოსელიანს – ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია? ისევ მავნებელი ლომჯარიას და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობთ? – მარიამ ლაშხის შვილებზე რატომ არაფერი თქვით? გიორგი კალანდარიშვილის შვილები როდისმე მოიკითხეთ?

ირმა ზავრადაშვილი ლევან იოსელიანს – თქვენი ანგარიში ყველა მოქალაქის სახალხო დამცველის ანგარიში არ იყო! – შეურაცხყოფა, უპატივცემულობა, რაც ჩემი, ჩემი კოლეგების მიმართ ხორციელდება, აღუნიშნავი არ უნდა დარჩეს