კრემლი უარყოფს “რაინმეტალის” ხელმძღვანელზე თავდასხმის გეგმის შესახებ ცნობას

კრემლმა უარყო ბრალდება, რომ გეგმავდა გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კონცერნის, “რაინმეტალის” ხელმძღვანელზე, არმინ პაპერგერზე თავდასხმის მოწყობას.
პაპერგერზე თავდასხმის გეგმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.
ახლა გერმანიის სხვა ფირმებიც ამოწმებენ უსაფრთხოების დონეს.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ძნელია კომენტირება ჭორებისა, რომლებიც მტკიცებულების გარეშე ეყრდნობა “რომელიღაც უცნობ წყაროებს”. ამგვარი ცნობები არ შეიძლება სერიოზულად იქნეს მიღებული და ისინი ყალბი ცნობების კატეგორიაში გადიან.
-ის და გერმანიის სპეცსამსახურებმა ჩაშალეს გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობის მცდელობა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით მზადდებოდა.
ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ხელისუფლების ხუთ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. რაიმეტალი არის ყველაზე დიდი გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის საც, აწვდის საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა