კრემლი: რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა იმსჯელეს ტყვეების კიდევ ერთი გაცვლის შესაძლებლობაზე

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა იმსჯელეს ტყვეების კიდევ ერთი გაცვლის შესაძლებლობაზე. ამის შესახებ კრემლის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განუცხადა Axios-ს. წყარომ დაუდასტურა გამოცემას, რომ დმიტრიევმა ეს საკითხი -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან შეხვედრაზე განიხილა.
-ში დმიტრიევის ვიზიტის დროს, რომელიც 24-26 ოქტომბერს გაიმართა, დღის წესრიგში იყო პატიმრების შესაძლო გაცვლა. Axios-ის წყაროს ცნობით, იმედოვნებს, რომ ახალი გაცვლა იქნება კეთილი ნების გამოვლინება და ქვეყნებს შორის ნდობას გააძლიერებს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ მოლაპარაკებები პოზიტიური იყო, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
არცერთ მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი პატიმრები შეიძლება შედიოდნენ შესაძლო გაცვლის სიებში. ამჟამად რუსეთში მინიმუმ რვა ამერიკელია დაპატიმრებული.
წელს, რუსეთმა გაათავისუფლა ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის მსჯავრდადებული ამერიკელი პატიმარი მარკ ფოგელი და ღალატისთვის მსჯავრდადებული ქსენია კარელინა. სანაცვლოდ შეერთებულმა შტატებმა გაათავისუფლა რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ ვინნიკი, რომელსაც ბრალი ედებოდა კრიპტოვალუტის ბირჟის, BTC-ის მეშვეობით ფულის გათეთრებაში, და არტურ პეტროვი, რომელიც 2023 წელს დააკავეს კვიპროსში შეერთებული შტატების მოთხოვნით, სანქციების დარღვევით სთვის მიკროელექტრონიკის მიწოდების ბრალდებით.
პატიმრების გაცვლის ფარგლებში ასევე გაათავისუფლეს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი და კალათბურთელი ბრიტნი გრინერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: 2014 წელს კიევში ჩასულმა კახა ბენდუქიძემ თავიანთი მომავალი უწინასწარმეტყველა უკრაინელებს – თუ თქვენ სასწრაფოდ არ გააკეთებთ ძირფესვიან რეფორმებს, მაშინ მაგ რეფორმებს პუტინი ჩაგიტარებთ ქვემეხებითო

სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებაზე – დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო – ეს არის ქვეყნისთვის ტრაგედია