რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვმა დაასრულა ინიციატივა, რომელიც აფრიკის ექვს ქვეყანაში 200 000 ტონა უფასო მარცვლეულის გაგზავნას ითვალისწინებდა. ამ ინიციატივის აღსრულების პირობა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2023 წლის ივლისში დადო.
რუსეთმა სომალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში თითოეულში 50 000 ტონა მარცვლეული გააგზავნა. მალიში, ბურკინა ფასოში, ზიმბაბვესა და ერითრეაში კი – 25-25 ათასი ტონა. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა დიმიტრი პატრუშევმა პრეზიდენტს მოახსენა.
შარშან ივლისში გამართულ სამიტზე, პუტინი აფრიკის სახელმწიფოების ლიდერებს დაჰპირდა, რომ ექვს ქვეყანას უფასოდ მიაწვდიდა მარცვლეულს. ეს დაპირება მან შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოსვლიდან მალევე გააკეთა. რუსეთი შეთანხმებაში არ დაბრუნებულა. უკრაინა საკუთარი მაცვლეულის ექსპორტს შავი ზღის გავლით რუსეთის ჩართლობის გარეშე აგრძელებს.