კრემლი პრეზიდენტ ბაიდენს ესკალაციის პროვოცირებაში ადანაშაულებს

კრემლი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინაში მიმდინარე ომის გამწვავებისთვის ხელის შეწყობაში ადანაშაულებს. მედიაში, მათ შორის საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლი გასულ უქმეებზე დათანხმდა, უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული შორი რადიუსის იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას. თუმცა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას ეს ნაბიჯი საჯაროდ ჯერ არ დაუდასტურებია.
ამ გადაწყვეტილებას თვეების განმავლობაში აქტიურად ითხოვდა. პრეზიდენტი ზელენსკი ამ საკითხს დასავლელ ლიდერებთან არაერთ შეხვედრაზე განიხილავდა. ამერიკა და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები კიევს არ აძლევდნენ უფლებას, კონკრეტულ რადიუსზე შორს, რუსეთის სიღრმეში, მათი გადაცემული იარაღით მიეტანა იერიში.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 18 ნოემბერს თქვა, რომ ამ ლიმიტის შესაცვლელად ნაბიჯის გადადგმა დაძაბულობის ახალ რაუნდს შექმნის და უკრაინაში ომში “ამერიკის ჩართულობას გააღრმავებს”.
“ნათელია, რომ ვაშინგტონში ადმინისტრაცია, რომლის ვადაც უკვე სრულდება, აპირებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც მიმართულია ცეცხლზე ნავთის დასხმის გაგრძელების და დაძაბილობის მეტი ესკალაციის პროვოცირებისკენ”, – თქვა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სექტემბერში თქვა, რომ [ამგვარ ნაბიჯს] რუსეთმა შესაძლოა ბირთვული იარაღით უპასუხოს, თუკი ის კონვენციური რაკეტების სამიზნე გახდება და მოსკოვი ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ ყველა შესაძლო იერიშს, განიხილავს როგორც [მათ] ერთობლივ თავდასხმას.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?