კრემლი – ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან და ილჰამ ალიევთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეფონით ისაუბრეს, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრა და ალასკაში დაგეგმილი მოლაპარაკებები განიხილეს.
„ნიკოლ ფაშინიანმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ვაშინგტონში 8 აგვისტოს გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.
კრემლის ინფორმაციით, პუტინმა აღნიშნა ერევანსა და ბაქოს შორის მდგრადი მშვიდობის შენარჩუნებისკენ მიმართული ნაბიჯების მნიშვნელობა. მან დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას უმაღლეს დონეზე გაფორმებული 2020-2022 წლების სამმხრივი შეთანხმებების ფარგლებში.
კრემლში აცხადებენ, რომ ს პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან შეხვედრის შედეგებსა და ალასკაში დონალდ ტრამპთან დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებაზე.
კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და ფაშინიანმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ზოგიერთი საკითხი, კერძოდ, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების განვითარება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში.