კრემლმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაიწყო რუსული „სამშვიდობო ძალების“ გაყვანა ყარაბაღის ტერიტორიიდან. ამის შესახებ კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დიახ, ეს მართალია”, – თქვა პესკოვმა.
პუტინის პრესმდივანს რუსულ მედიასთან საუბრისას ყარაბაღიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანის შესახებ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან რუსი „სამშვიდობოების“ გაყვანა დაიწყო.