კრემლი ინდოეთის პრემიერ მინისტრის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ იუწყება

კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ემზადება რუსეთში ვიზიტისთვის, რაც იქნება პირველი ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა უთხრა მედიას, ვიზიტის ზუსტ თარიღებს ის ჯერ ვერ ასახელებს, რადგან მხარეებმა ისინი შეთანხმებით უნდა გამოაცხადონ.

საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, რომელიც დიპლომატიურ წყაროს ეყრდნობა, მოდის ვიზიტი შესაძლოა ივლისში მოხდეს. ინდური გაზეთი The Tribune წერს, რომ ინდოეთის პრემიერ მინისტრი მოსკოვს 8 ივლისს ეწვევა.
ბოლოს ინდოეთის პრემიერი რუსეთში 2019 წელს ჩავიდა, როდესაც ვლადივოსტოკს ეწვია.
ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნახევარი წლის განმავლობაში პირველად დატოვა რუსეთი და გაემგზავრა ინდოეთში, სადაც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის შეხვდა.
2024 წლის ივნისის დასაწყისში მოდიმ და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს.
· ინდოეთმა არ დაგმო რუსეთის სამხედრო შეჭრა უკრაინაში. ზოგიერთ სხვა დიდ ქვეყანასთან ერთად, ინდოეთმა ხელი არ მოაწერა ივნისის დასაწყისში შვეიცარიაში გამართული, უკრაინაში მშვიდობის საერთაშორისო კონფერენციის საბოლოო კომუნიკეს. სახელმწიფოები, რომლებმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, სამშვიდობო ინიციატივების შესახებ დისკუსიებში რუსეთის მონაწილეობის აუცილებლობას ასახელებენ.
· უკრაინაში რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრისა და შემდგომი დასავლური სანქციების დაწყების შემდეგ, ინდოეთი გახდა რუსული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მყიდველი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა