კრემლი – ვლადიმერ პუტინმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
„ორმა ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ გამოთქვა ინტერესი და უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
პუტნთან საუბრის შესახებ ინდოეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერი სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შედგენაზე შეთანხმდნენ.
„პრეზიდენტ პუტინთან კარგი საუბარი მქონდა. ჩვენი განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა პოზიტიური მოვლენები განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შევადგენთ. ასევე, ჩვენ სხვადასხვა რეგიონული და გლობალური საკითხების შესახებ გავცვალეთ აზრები, მათ შორის რუსეთის მიერ BRICS-ის თავმჯდომარეობის შესახებ“, – წერს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
პუტინმა და მოდიმ, ინდოეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება