კრემლი დასავლეთის აქტივების კონფისკაციით იმუქრება, რუსული აქტივების ჩამორთმევის შემთხვევაში

მოსკოვმა განაცხადა, რომ აქვს დასავლური აქტივების სია, რომელთა ჩამორთმევა მოხდება რუსული აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში.
დასავლეთის აქტივების ჩამორთმევა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერები გადაწყვეტენ ს ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივების კონფისკაციას, განაცხადა კრემლმა 29 დეკემბერს.
Reuters-ის თანახმად, G7-ის ლიდერები განიხილავენ ახალ სამართლებრივ თეორიას, რომელიც საშუალებას იძლევა, კონფისკაცია გაუკეთონ გაყინულ რუსულ აქტივებს, როცა მათი შეხვედრა გაიმართება თებერვალში, განაცხადეს წყაროებმა.
კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი დაარღვევს საერთაშორისო კანონს და ძირს გამოუთხრის გლობალურ ფინანსურ სისტემას და მსოფლიო ეკონომიკას.
შეკითხვაზე – არსებობს თუ არა აქტივების სია, რომლის კონფისკაციაც რუსეთს შეუძლია – პესკოვმა უპასუხა, რომ “არსებობს”, დეტალების დაზუსტების გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები