კრემლი: გასაჯაროების შემთხვევაში, ზელენსკის “გამარჯვების გეგმას” შევისწავლით

კრემლის განცხადებით, მზად არიან შეისწავლონ უკრაინის პრეზიდენტის, ს ე.წ “გამარჯვების გეგმა”, რომელიც რუსეთთან ომის დასასრულებლადაა გამიზნული.
ზელენსკიმ თავისი გეგმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მიმდინარე კვირაში უნდა წარუდგინოს. ის ასევე აპირებს, თავისი გეგმის შესახებ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს ესაუბროს. ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში იმყოფება, მოგვიანებით კი ვაშიგტონს ეწვევა. თავის სამშვიდობო გეგმასაც ამ ვიზიტის ფარგლებში განიხილავს.
ზელენსკი გეგმის დეტალებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს. არსებობს მოლოდინი, რომ სწორედ ამ გეგმის წარდგენით შეეცდება ზელენსკი ამერიკასა და სხვა მოკავშირეებს თხოვოს მეტი დახმარება გაუწიონ ქვეყანას რუსეთთან ბრძოლაში გასამარჯვებლად და ომის დასასრულებლად ისე, რომ ს მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ გარკვეულ მომენტში, გეგმის განსახილველად, რუსული მხარესთან საუბარსაც არ გამორიცხავენ.
ზელენსკის ინიციატივასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს კრემლის სპიკერს, დმიტრი პესკოვს: “ჩვენ ვთვლით, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცის ანალიზი საჭირო არაა. თუ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან წამოვა, მაშინ, რა თქმა უნდა, მას დეტალურად შევისწავლით. ბევრი ერთმანეთის საწინააღმდეგო და არასანდო ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ ძალიან ფრთხილად ვართ”,- უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ნადირაძე – 4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი რევოლუციის დღე, როგორი მშვიდობიანი რევოლუცია იქნება, იცით? ირაკლი კობახიძეს თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს – კორუმპირებული მთავრობა მშვიდობიანი დამხობის გზით უნდა წავიდეს

პაატა მანჯგალაძე – ხაბეიშვილმა თქვა, რომ ბევრს არ სჯერა ოპოზიციაში, ბევრს – ხალხში, მაგრამ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიჯერა, რომ ხალხს შეუძლია ცვლილება, ამიტომ დააკავეს ხაბეიშვილი, ზოდელავა – ისინი გამარჯვების რწმენას ასხივებდნენ