კრემლი აცხადებს, რომ ვაშინგტონი “ცეცხლზე ნავთს ასხამს”, ბაიდენი G20-ის ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერას სთხოვს

კრემლმა -ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ბრალი დასდო ში კონფლიქტის ესკალაციის სურვილში, გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნით – პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ოცეულის (G20) სახელმწიფოებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ უკრაინის სუვერენიტეტს.
18 ნოემბერს გაკეთებულ ამ განცხადებებს ერთი დღით უსწრებდა წინ მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ ბაიდენმა უკრაინას უფლება დართო აშშ-ის იარაღის გამოყენებაზე ს სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე. თეთრ სახლს ამ ცნობების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
იარაღის საკითხი არ უხსენებია რიო-დე-ჟანეიროში მყოფ ბაიდენს, რომელმაც G20-ის ქვეყნების ლიდერებს ს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა. სამიტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ც მონაწილეობს.
“აშშ მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. და, ჩემი აზრით, ეს უნდა გააკეთოს ყველამ, ვინც ამ მაგიდასთანაა” – თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტი და უკრაინის სხვა ოფიციალური პირები დასავლეთის სახელმწიფოებს თვეების განმავლობაში სთხოვდნენ უფლებას გრძელი რადიუსის იარაღის სრული პოტენციალით გამოყენებისთვის.
აშშ და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები ამ დრომდე ინარჩუნებდნენ შეზღუდვას დისტანციაზე, რომლის რადიუსშიც შეიძლებოდა აშშ-ის რაკეტების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეზღუდვის მოხსნას შესაძლოა მოჰყვეს დაძაბულობის ახალი ციკლი და გაღრმავდეს აშშ-ის ჩართულობა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში.
“ცხადია, რომ [აშშ-ის] მიმავალი ადმინისტრაცია აპირებს გადადგას ნაბიჯები, რათა გააგრძელოს ცეცხლზე ნავთის დასხმა და დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალაცია” – თქვა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს