კრემლი აცხადებს, რომ გააქტიურდა კონტაქტები აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე

კრემლი ადასტურებს, რიმ გაიზარდა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტების რაოდენობა ში ომის დარეგულირებაზე. ასე გამოეხმაურა ს პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი -ის პრეზიდენტის, ს განცხადებას, რუსეთთან ამ თემაზე “ძალიან კონსტრუქციული” მოლაპარაკებების შესახებ.
“ცალკეულ დეპარტამენტებს შორის მართლაც არის კონტაქტები და ისინი ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მაგრამ სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, სხვა არაფერია სათქმელი”, – ციტირებენ პესკოვს რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
გასულ კვირაში პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი თანახმაა უკრაინასთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ გამორიცხა ზელენსკისთან პირდაპირი საუბრის შესაძლებლობა.
უკრაინის ლიდერის არალეგიტიმურობაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინის არაერთი განცხადების მიუხედავად, პესკოვმა ცალკე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის, გაიმართოს მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ სთან.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში, რომელიც 4 თებერვალს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ თანახმა იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე, რათა დასრულდეს თითქმის სამწლიანი ომი.
მან კომენტარი გააკეთა მოლაპარაკების დაწყების მოლოდინის ფონზე დონალდ ტრამპთან, რომელსაც პირობა აქვს დადებული, რომ სწრაფად დაასრულებს ომს უკრაინაში და რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის მესამე წლისთავის წინ.
უფრო ადრე საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს განიხილავს შესაძლო ადგილებად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სამიტისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – დასავლეთ საქართველოს სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს, გვაქვს მსხვერპლი – სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!