კრემლი ამბობს, რომ დასავლეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დაქვეითების საკითხს განიხილავს

ხუთშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ დასავლეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო დაქვეითებაზე ფიქრობს, რაც უკრაინის ომში შეერთებული შტატების და მოკავშირეების გაღრმავებული ჩართულობით არის განპირობებული. თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
„დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაქვეითების საკითხი სტანდარტული პრაქტიკაა ქვეყნებისთვის, რომლებიც არამეგობრული ან მტრული გამოვლინებების წინაშე დგანან“, უთხრა კრემლის პრესმდივანმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე კითხვა დაუსვეს.
პესკოვმა თქვა, „სთან დაკავშირებულ კონფლიქტში დასავლეთის მზარდი ჩართულობის გამო, რუსეთის ფედერაციას არ შეუძლია უკრაინის კრიზისში დასავლეთის ჩარევის საპასუხოდ სხვადასხვა ვარიანტები არ განიხილოს“.
მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და რუსეთი დასავლეთისთვის პასუხის გასაცემად სხვადასხვა გზებს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – მოუგვარებელი სისტემური პრობლემები არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას – მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი