ევროკავშირის სტატუსის მიღებისა და საპარლამენო არჩევნების მოახლოების პარალელურად, რუსული პროპაგანდა აქტიურდება. ინტერნეტსივრციდან დროებით გამქრალი მედიაგვერდები ანტიდასავლური გზავნილების გასავრცელებლად ახალ პლატფორმებს ითვისებენ.
“სამართლიანი არჩევნების” მკვლელვარებმა ახალი სოციალური ანგარიშები აღმოაჩინეს, რომელთა მიღმა “ოცნების” ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დგანან. ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების გაშავების გარდა ეს გვერდები აქტიურად პროპაგანდირებენ კრემლის ნარატივს და რუსეთს საქართველოს არსებობაში მთავარ ფაქტორად და ქვეყნის ისტორიულ მოკავშირედ წარმოჩეენენ. ქვეყნის ხელისუფლება კი დასავლელი პარტნიორების მოითხოვნის მიუხედავად დეზინფორმაციის გავცელებას არაფერს უპირისპირებს.