„კრემლის მიზანია კავკასია გააკონტროლოს, რომელიც რუსეთს ხელიდან ეცლება“

23 ივნისს, საქართველოს მოსაზღვრე დაღესტნის მთავარ ქალაქებში, მაჰაჩკალასა და დერბენტში რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე და ებრაულ სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა.
თავდამსხმელებმა 16 მილიციონერი, 4 სამოქალაქო პირი და რუსი მღვდელი მოკლეს. ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ექვსი ტერორისტი მოკლულია, მათ შორის არის, შერეული საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ვარსკვლავის ჰაბიბ ნურმაჰომედოვის კლუბის – Eagles MMA-ს წევრი ჰაჯიმურატ კაჰიროვი. თავდამსხმელებმა დერბენტში დაწვეს 1914 წელს აგებული კელე-ნუმაზის სინაგოგა. რეალურად, რამდენი ადამიანი იღებდა მონაწილეობას თავდასხმაში ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
რუსეთმა ეს ტერაქტი, ისევე როგორც მარტში, მოსკოვის რეგიონში, „კროკუს ჰოლზე“ სისხლიანი თავდასხმა, რომლის დროსაც 145 ადამიანი მოკლეს, კვლავ ს და დასავლეთს დაუკავშირა, თუმცა, რუსეთის ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება, არც ამჯერად წარმოუდგენია.
დაღესტნის ტერაქტზე, არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას, ამ დრომდე პასუხისმგებლობა არ აუღია, შესაბამისად, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება კითხვა, ვის სჭირდებოდა და რა მიზნით, „რადიკალური ისლამისტების“ საფარქვეშ, ეკლესიებზე და სინაგოგაზე ორგანიზებული თავდასხმა? ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, კავკასიოლოგ მერაბ ჩუხუას ესაუბრა:
– თქვენი ინფორმაციით, რა მოხდა დაღესტანში? ერთის მხრივ, ვნახეთ რომ მოკლეს რუსული ეკლესიის მღვდელი, გადაწვეს სინაგოგა, დახოცეს 20-მდე პოლიციელი, მაგრამ არავის ამ სისხლიან ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ექსპერტების განცხადებით, ეჭვს იწვევს, როგორც რუსეთის მცდელობა პასუხისმგებლობა „გარე ძალებზე“ – უკრაინა/ნატოზე გადაიტანოს, ისე „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ერთ-ერთი რგოლის განცხადება, რომ თითქოს, თავდასხმა დერბენტსა და მახაჩკალაში, ISIS-ის „კავკასიის ვილაეთმა“ განახორციელა. ეს „ვილაეთი“ რუსეთმა განადგურებულად ჯერ 2019-ში, შემდეგ კი 2021 წელს გამოაცხადა. რასთან გვაქვს საქმე?
– ძალიან რთულია, ამ ეტაპზე, როცა თავდასხმიდან სულ რამდენიმე დღე არის გასული შეფასების გაკეთება. მაგრამ, ის, რომ ამ დრომდე ამდენი პოლიციელის მოკვლაზე, მღვდლის დახვრეტაზე და სინაგოგის გადაწვაზე პასუხისმგებლობა არავინ აიღო, ნამდვილად ბევრ კითხვას ბადებს.
ვფიქრობ, რომ არც რუსეთის სპეცსამსახურების „თვითშემოქმედებაც“ უნდა გამოვრიცხოთ. მე მაინც მგონია, რომ ეს არ ყოფილა სპონტანური, იყო შემზადებული და მიზანი ამ თავდასხმებისა, იყო დაღესტნის მოსახლეობის დაშინება, ელიტებს შორის შიდა დაპირისპირების და კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივება, რომ დიდი კონფლიქტით, რუსეთმა შეძლოს და განაგრძოს დაღესტნის კონტროლი
მე ვფიქრობ, რომ არც რუსეთის სპეცსამსახურების „თვითშემოქმედებაც“ უნდა გამოვრიცხოთ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბრიდან ხდებოდა სპეციალური ფონის შექმნა დაღესტანში, იგივე ანტისემიტური ფონის, როცა ბრბო, თითქოს, ს მოქალაქეებს, ებრაელებს, მაჰაჩკალის აეროპორტში, თვითმფრინავის ილუმინატორებშიც კი ეძებდა.
ამ ნარატივის „გაგრძელება“, თუ სპეცსამსახურებს ეს ფონი სჭირდებათ, ვფიქრობ „ტექნიკის საკითხია“. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ორივე ეს თავდასხმა დერბენტსა და მაჰაჩკალაში, იყო კარგად ორგანიზებული, დაგეგმილი, კოორდინირებული, განხორციელდა ორივე ქალაქის ცენტრში. ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ან, საერთოდ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რაც რთული წარმოსადგენია, ან უბრალოდ შეუშვეს ეს ჯგუფები, დაღესტნის გულში სასაკლაოს მოსაწყობად.
მე მაინც მგონია, რომ ეს არ ყოფილა სპონტანური, იყო შემზადებული და მიზანი ამ თავდასხმებისა, იყო დაღესტნის მოსახლეობის დაშინება, ელიტებს შორის შიდა დაპირისპირების და კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივება, რომ დიდი კონფლიქტით, რუსეთმა შეძლოს და განაგრძოს დაღესტნის კონტროლი.
დაღესტანს საკმაოდ კარგად ვიცნობ, ვიცნობ შიგნიდან, ათეულობით მეგობარი მყავს სამეცნიერო წრეებში, ეს არის მულტი კულტურული, მულტი ეთნიკური და მულტი კონფესიური სივრცე, საზოგადოება, სადაც მრავალ ენასთან, მრავალ რელიგიასთან ერთად, მიმდინარეობს ერთი, დაღესტნელი ერის ფორმირების რთული პროცესი.
ამის პარალელურად, რუსული პროპაგანდა დაღესტანს წარმოაჩენს, რაღაც ველურ სივრცედ, „ისლამისტი ტერორისტების“ თავშესაფრად. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, ამ თავდასხმების რაღაც „დაღესტნის ფენომენით“ ახსნა.. არა, მეგობრებო, ისლამი, ქრისტიანობა, იუდაიზმი და თქვენ წარმოიდგინეთ, ზოროასტრიზმიც კი დღემდე დაღესტანში მოქმედი რელიგიებია. ეს კონფესიები ერთად თანაარსებობენ დაღესტანში. ამიტომ, ამ თავდასხმების მიზეზს მე უფრო ვხედავ, დაღესტნის მძიმე სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, ვხედავ პოლიტიკურ მიზეზებს.
პოლიტიკურში ვგულისხმობ, კრემლის პოლიტიკას, კონფლიქტების, დაშინების გზით აკონტროლოს დაღესტანი, რომელშიც სულ უფრო და უფრო მეტად ისმის თავისუფლების ხმა. დაღესტნის დამოუკიდებლობის პროექტი, რომელიც როგორც უკვე ვნახეთ, ევროპარლამენტშიც კი წარმოადგინეს დაღესტნელებმა, მათ შორის, აჰმად აჰმედოვმა, ცნობილმა სპორტსმენმა და დაღესტნელმა პატრიოტმა აქტივისტმა.
დაღესტანი, ისევე როგორც მთელი ჩრდილოეთ კავკასია, დღემდე, ე.წ „საგანგებო კონტრტერორისტული ზონაა“ და ინფორმაციის კუთხით, აბსოლუტურად დახურულია. დამოუკიდებელი მედია იქ ბუნებრივია არ არსებობს. თქვენ აქტიურად თანამშროლობთ დაღესტნელებთან, ისინი ხშირად ჩამოდიან კავკასიოლოგთა კონგრესზე, ასევე დაღესტნის დიდი დელეგაცია იყო თბილისში, შარშან, დაღესტნელი კლასიკოსის რასულ ჰამზათოვის 100 წლის იუბილეზე. თუ გქონდათ ახლა კონტაქტი მათთან და რას ფიქრობენ ისინი ამ სისხლიან თავდასხმებზე?
ჩვენ ვნახეთ, „კროკუს ჰოლში“ ტერაქტი, რა დროსაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, მაშინაც მოხდა უკრაინის და -ის „დადანაშაულება“, მაგრამ ამის იქეთ, მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ახლაც იგივე ხდება
თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენთან კონგრესზე, შარშან და შარშანწინ დაახლოებით 200-მდე დაღესტნელი იყო ჩამოსული, ეს სხვადასხვა კონფესიის ხალხია, რომელთანაც კავშირი არ წყდება. დღესაც ვესაუბრე, გუშინაც, გუშინწინაც, მივუსამძიმრე…რაც შეეხება მათ პოზიციას. ამ თავდასხმების მოტივი არ ჩანს და ჩემს მეგობრებთან საუბარშიც, ეს მოტივი ჯერ არ იკვეთება.
რა თქმა უნდა, დაღესტანში არსებული რუსული რეპრესიული, ძალადობრივი რეჟიმიდან გამომდინარე მოვერიდები მათი პოზიციების სრულად გასაჯაროებას, თუმცა კითხვები მათაც ბუნებრივია, უამრავი აქვთ.
მაგალითად, რუსული პროპაგანდა ხაზს უსვამს რომ ქრისტიანულ დღესასწაულზე მოხდა რუსულ ეკლესიაზე თავდასხმა…სამებობას იგივე სულთმოფენობის დღესასწაულს, რომელიც ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ კალენდარშია და 23 ივნისს აღინიშნება, ისლამის წარმომადგენლები დაღესტანში საერთოდ არ იცნობენ. ამიტომ ეს პროპაგანდაც, რაღაც ფონის შექმნას ემსახურება.
კითხვებია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კვალი უკრაინისკენ „მიდის“. კი, სწორად ბრძანებთ, რომ რუსეთი დაღესტანს სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებს, მაგრამ ამ პროპაგანდის ხალხს იქ ნაკლებად სჯერა.
ჩვენ ვნახეთ, მარტში, მოსკოვთან, „კროკუს ჰოლში“ ტერაქტი, რა დროსაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, მაშინაც მოხდა უკრაინის და აშშ-ის „დადანაშაულება“, მაგრამ ამის იქეთ, არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
ახლაც იგივე ხდება, კრემლის პროპაგანდისტები საუბრობენ რაღაცა „გარე ძალების“ დაკვეთაზე, მაგრამ ამის იქეთ არაფერი არ ხდება. ნუ, რა თქმა უნდა, როგორც „კროკუსში“ და ახლაც, დაღესტანში, „უკრაინულ“ ან „ამერიკულ“ კვალზე საუბარი არის აბსურდი, ცხადია, რომ კრემლის ინტერესებშია, რომ ტერორის გზით, დაღესტანი და სხვა რესპუბლიკები იყოს დაშინებული.
ცნობილი დაღესტნელი აქტივისტი აჰმად აჰმედოვი ახსენეთ, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის და მაჰომედ საიპულაევთან ერთად, იმამ შამილის სახელობის დაღესტნელ მოხალისეთა ბატალიონს უდგას სათავეში. მისი ვერსიით, დიდი კონფლიქტი ჰქონდათ დაღესტნის მინისტრს მაჰომედოვს, რომელიც დაღესტანში ძალიან გავლენიანი ფიგურაა, ეს პოსტი უკვე 14 წელია უჭირავს და სერგოკალას რაიონის ხელმძღვანელს ომაროვს, რომლის შვილიც და ძმისშვილებიც მოკლა რუსულმა სპეცრაზმმა, 23 ივნისის შეტაკების დროს, თავად ომაროვი კი დააპატიმრეს.
აჰმედოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მაჰომედოვებისა და ომაროვების ეს კონფლიქტი, სისხლიან „ეთნო-რელიგიურ თავდასხმად“ გადააქციეს, რომლის მიზანიც დაღესტანზე და დაღესტნელებზე ზეწოლის გაძლიერებაა. კრემლში ძალიან უკმაყოფილოები ყოფილან იმ ფაქტით, რომ სულ უფრო მეტი დაღესტნელი არიდებს თავს, ბოლო მობილიზაციას და უკრაინაში საომრად წასვლას…
ეს ვერსია ყველაზე რეალური მგონია. მოდი იმით დავიწყოთ, რომ ომაროვის საკითხი არის პრობლემური, ის იყო პუტინის პარტიის „ედინაია რასიას“ წევრი, 14 წელია ისიც რაიონის მეთაურია, შესაბამისად, ომაროვი და მისი დიდი ოჯახი, 8 შვილი ჰყავს, თუ “რადიკალურ ისლამისტებს” წარმოადგენდნენ, ეკლესიაზე და სინაგოგაზე თავდასხმას გეგმავდნენ, რუსეთის სპეცსამსახურებს ელემენტარული ინფორმაცია ხომ უნდა ჰქონოდათ?