კრემლის კრიტიკოსი, იაშინი ზედიზედ მეორედ გადაიყვანეს სამარტოო საკანში

პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს 3 ივნისს ზედიზედ მეორედ მიუსაჯეს სამარტოო საკანში ყოფნა, 12 დღით – მაშინ, როცა იმ დღეს მან 15-დღიანი სასჯელი მოიხადა სამარტოო საკანში და უნდა გამოეშვათ, ვკითხულობთ იაშინის ტელეგრამის არხზე 4 ივნისს.
იაშინს 8 წლით და 6 თვით აქვს მისჯილი პატიმრობა, ში მოსკოვის შეჭრის კრიტიკის გამო. პირველად ის სამარტოო საკანში მოათავსეს თავისი განყოფილების განსაზღვრულ დროზე სამი წუთით გვიან დატოვებისთვის. იაშინის თქმით, მაშინ ის იმიტომ დასაჯეს, რომ ჩაშლილიყო სამდღიანი შეხვედრა მის მშობლებთან, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იყო დანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც