კრემლის განცხადებით, რუსეთმა კიდევ ერთხელ მიიწვია ზელენსკი მოსკოვში მოლაპარაკებისთვის

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 29 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ მიიწვია უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია, – ამ ცნობას Reuters-ი ავრცელებს და საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციას იშველიებს.

ზელენსკიმ ადრე უარყო მსგავსი მოწვევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გასულ წელს კიევში ჩასვლა შესთავაზა.

პუტინის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის სფეროში იური უშაკოვმა 28 იანვარს განაცხადა, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის ნებისმიერი შეხვედრა კარგად მომზადებული და შედეგებზე ორიენტირებული უნდა იყოს.

უშაკოვმა თქვა, რომ თუ ზელენსკი მზად იქნებოდა ასეთი შეხვედრისთვის, მას შეეძლო მოსკოვში ჩასვლა და მისი პირადი უსაფრთხოება გარანტირებული იქნებოდა.

-ის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობა არ გავრცელდა, 25 იანვარს Axios-ს განუცხადა, რომ ზელენსკი და პუტინი „ძალიან ახლოს“ იყვნენ შეხვედრის დანიშვნასთან მას შემდეგ, რაც გასულ კვირას აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკება გაიმართა ვაშინგტონის შუამავლობით.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან

სალომე სიმონია: 1,2 მლნ. ლარის უძრავი ქონება; 4 მილიონზე მეტი გასესხებული… – მილიონერმა დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინ, ჯერ დამღუპველი კანონი დააინიცირა და მერე თქვა: პირველ რიგში, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარებაო