კრემლის ბინადარი ამერიკელებს ნიუ-იორკის, ვაშინგტონისა და მაიამის დაბომბვით ემუქრება?!

თუკი ბაიდენი ს რუსეთზე დასარტყმელად რაკეტებს უგზავნის, მაშინ რუსეთსაც შეუძლია, ამერიკელებზე შესატევი შეიარაღება სხვა სახელმწიფოებს გადასცეს – პუტინი

-ისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების მიერ შეზღუდვის მოხსნა, მათ მიერ მიწოდებული შეიარაღებით ს ფედერაციის საზღვრის ახლოს, სიღრმეში, დარტყმების მისაყენებალლად, უკრაინის არმიამ უკვე წარმატებით გამოიყენა. ის აგრძელებს „ჰაიმარსების“ მართვადი რაკეტებით რუსეთის ბელგოროდისა თუ კურსკის ოლქებში ზუსტი საჰაერო დარტყმების მიყენებას რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ობიექტებზე.

ეს დარტმები სულ ათიოდე დღეც არაა, რაც მიმდინარეობს, მაგრამ ეტყობა, ისეთი მტკივნეული აღმოჩნდა რუსეთის არმიისთვის, რომ თავად რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უცხოეთის წამყვანი საინფორმაციო საშუალებების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და შემდეგი განაცხადა: „თუკი ვინმე თვლის ასეთი შეიარაღების მიწოდების შესაძლებლობას საბრძოლო მოქმედებების ზონაში, ჩვენს ტერიტორიაზე დასარტყმელად და ჩვენთვის პრობლემების შესაქმნელად, მაშინ ჩვენ რატომ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ასეთივე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში მივაწოდოთ, საიდანაც დარტყმებს მიაყენებენ იმ ქვეყნების მნიშვნელოვან ობიექტებს, რომლებიც რუსეთის მიმართ ამას აკეთებენ? პასუხი შეიძლება იყოს ასიმეტრიული. ჩვენ ამაზე ვიფიქრებთ…“, – განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საზღვარგარეთის მასმედიის ხელმძღვანელებს…

მკითხველისთვის უფრო გასაგებ ენაზე რომ გავშიფროთ, პუტინმა ღიად დაიმუქრა – თუკი ამერიკელებმა ნება დართეს უკრაინელებს, რომ მათ მიერ მიწოდებული „ჰაიმარსებიდან“ დაიწყონ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა, მაშინ რუსეთიც მიაწვდის ანალოგიური კლასის რაკეტებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ამერიკელებს გაამწარებენ, მათ შორის – მათთსავე ტერიტორიაზეო…

უშუალოდ აშშ-ის ტერიტორიამდე მიწვდენა „ჰაიმარსის“ კლასის რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ისკანდერ-მ“-ის 500 კმ-მდე მფრენი აერობალისტიკური რაკეტებით კუბიდან შეეძლება ფლორიდაში, ქალაქ ტამპამდეც კი, ხოლო „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გამოყენების შემთხვევაში, მიფრენის რადიუსი 2 ათას კმ-ზე მეტად იზრდება და ჰავანიდან გაშვების შემთხვევაში, ამ ზონაში ხვდება ნიუ-იორკი და თვით აშშ-ის დედაქალაქი – ვაშინგტონიც…

მაგრამ კუბისთვის ბირთვული ქობინების პოტენციური გადამზიდი რაკეტების მიწოდება ნიშნავს 1962 წლის კარიბის სარაკეტო კრიზისის გამეორებას, როდესაც კრემლის მაშინდელმა ბინადარმა – ხრუშჩოვმა მთელი მსოფლიო ბირთვული ომის დაწყების დიდი საშიშროების წინაშე დააყენა, როდესაც კუბაში მალულად გააგზავნინა ბირთვულქობინიანი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები, ბირთვულქობინიანი ტორპედოები, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და ატომური საავიაციო ბომბები…

ვრცლად