კრემლის ახალი წინადადება კიევს – პესკოვი

კრემლის პრესმდივნის, ს განცხადებით, მოსკოვი კიევს სტამბოლის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარების თარიღად 2 ივნისს სთავაზობს. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო სააგენტო, “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
ამასთან, პესკოვი ამბობს, რომ მოსკოვისგან რუსეთ-უკრაინის მემორანდუმის ტექსტის “დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვს”, რაც “არაკონსტრუქციულია”.
“რუსეთმა ს ფაქტობრივად შესთავაზა ორშაბათს [2 ივნისს] სტამბოლში შეხვედრა და ამ პროექტების განხილვის დაწყება. ამიტომ, დაუყოვნებელი მოქმედების მოთხოვნა კონსტრუქციული არ არის”, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
პესკოვი აღნიშნავს, რომ უკრაინისგან ხსენებულ შეთავაზებაზე პასუხი ჯერ არ მიუღიათ.