ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, მზია ამაღლობელის პატიმრობის საკითხის გარდა, BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტზეც ისაუბრა.
კერძოდ, მან თქვა, რომ “რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია”.
მისი თქმით, ქართული ოცნება “ძალიან მკაფიოდ ცდილობს ბელარუსის ბნელი დიქტატურის გამეორებას”.
“ბელარუსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დიქტატურაა და ქართული ოცნება ძალიან მკაფიოდ ცდილობს მის გამეორებას. ისინი იყენებენ კამიტს, გაზს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა საბრძოლო მოქმედებებში, და რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია.




