„კრედიტ სუისის” საქმეს ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელით – ირაკლი კობახიძე

„კრედიტ სუისის” საქმეს ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო -ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელით – ირაკლი
„კრედიტ სუისის” საქმეს ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „კრედი სუისის” საქმეზე იყო თავის მართლებები, რომ პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, თუმცა ყველაფერი გამოჩნდა.
„კრედიტ სუისს” რაც შეეხება, გახსოვთ ერთგვარი თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი კავშირი პოლიტიკასთან არ ჰქონდა „კრედიტ სუისის” საქმეს, თუმცა დღეს ყველაფერი გამოჩნდა რაშიც არის საქმე. „კრედიტ სუისის” საქმე ჩვენი აღქმით იყო პოლიტიკური და პოლიტიზებული, მას ჰქონდა თავიდანვე ჯერ კიდევ 2008 წელს პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის სახელით, დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს თავის დასკვნას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველა პრობლემა, რაც არის დაკავშირებული საქართველოსთან და საქართველოს ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ ში ომის დაწყების მომენტიდან.
„ომს ვერ დავიწყებთ. მთავარი მიზეზი იმ სირთულეებისა, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, კონკრეტულად, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ 2022 წლის თებერვალში არ შევუერთდით ომს და არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის შემდეგ დაიწყო მთავარი სირთულეები. კრედიტ სვისს რაც შეეხება, სწორედ მარტის დასაწყისში, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, გაიყინა კრედიტ სვისის თანხები. ყველა პრობლემა, ყველა სირთულე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან. ომს ვერ დავიწყებთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. არიან ძალები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომელსაც ამერიკაში უწოდებენ დიფ სთეითის მფარველებს. ეს ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. როგორც ამერიკაშია დიფ სთეითი, ასევე საქართველოშიც გვაქვს პატარა დიფ სთეთი, ამ დიფ სთეითს ეწოდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა”. ეს ქვეყანა ქართული დიფ სთეითისგან უნდა გათავისუფლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს დააანონსა დონალდ ტრამპმა თავისი დიფ სთეითის შემთხვევაში”, – განაცხადა პრემიერმა.