კრასნოდარის ოლქის სანაპიროზე ერთ კვირაში 100-ზე მეტი მკვდარი დელფინი გამოირიყა

ბოლო კვირების განმავლობაში კრასნოდარის მხარეში მკვდარი დელფინების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. სამეცნიერო და გარემოსდაცვით ცენტრ „დელფის“ ცნობით, მხოლოდ მარტის ბოლო კვირაში ამ არეალში101 მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს. საერთო ჯამში, მარტში სანაპიროზე 137 დახოცილი ვეშაპისმაგვარი დელფინი იპოვეს.
ამავე ცენტრმა გამოაქვეყნა ნაპირზე გამორიყული დელფინების ვიდეოც.
გარემოს დამცველები იუწყებიან, რომ სანაპიროზე გამორიყულ დახოცილ დელფინთა უმეტესობას სხეულზე თევზსაჭერი ქსელების კვალი ემჩნევა. გარდა ამისა, ზოგიერთი დელფინი გამოშიგნული აღმოჩნდა და გამობმული ჰქონდა ქვები. “რა თქმა უნდა, მეთევზეები განზრახ არ კლავენ დელფინებს (ვეშაპები იღუპებიან ბადეებში მოხვედრისას), ამ გზით ისინი ცდილობენ თავიდან მოიშრონ ბადეებში მოხვედრილი სხეულები”, – ამბობენ გარემოს დამცველები.
დელფი აღნიშნავს, რომ წელს კავკასიისთვის გაორმაგდა კეფალების დაჭერის კვოტა. სწორედ კამბალების დასაჭერი ბადეები ითვლება ყველაზე საშიში ზღვის ძუძუმწოვრებისთვის. გარემოსდამცველები თვლიან, რომ სასწრაფოდ აუცილებელია ამ ფორმით თევზჭერისთვის ალტერნატივის მოძებნა ან თევზაობის წესების გადახედვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შავი ზღვა ყუბანის სანაპიროზე შეიძლება დელფინების გარეშე დარჩეს.’
· გასულ წელს გარემოსდამცველებმა განაცხადეს, რომ ში მიმდინარე ომი ზიანს აყენებს დელფინების პოპულაციას შავ ზღვაში. მასში ჭურვების აფეთქების გამო ზღვის ცხოველების ექოლოკაცია ირღვევა, ისინი იღუპებიან სტრესისა და იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ სივრცეში ორიენტაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”