რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 17 მაისს ღამის საათებში უკრაინამ რუსეთზე მასშტაბური საჰაერო იერიშის ფარგლებში 102 დრონი გაანადგურეს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ანტი-საჰაერო სისტემებმა 100-ზე მეტი დრონი გაანადგურეს. აქედან 51 ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე ჩამოაგდეს, 44 კრასნოდარის ტერიტორიაზე და 6 ბელგოროდის რეგიონში. ამასთან ერთად, რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შავ ზღვაში ეკიპაჟის გარეშე მცურავი ექვსი ნავი გაანადგურეს.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, დრონების სამიზნეებს შორის ნოვოროსიისკის პორტი და რამდენიმე ენერგოობიექტი იყო. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ რუსეთის შეიარაღებული ძალების დრონების ჩამოგდებას, თუმცა მათი ნაწილი სამიზნეს აღწევს.
🔴 These videos show UAV attacks on Krasnodar Krai. The Russian MOD claims that they have destroyed 102 Ukrainian drones: 51 in annexed Crimea, 44 in Krasnodar, 1 in Kursk Oblast and 6 sea drones in the Black Sea. Apparently, some targets were hit. pic.twitter.com/DLoZ8gxovw— Tabula Media (@Tabula_Media) May 17, 2024
რუსეთის მტკიცებით, ყირიმზე საჰაერო იერიშის შედეგად ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და მის აღდგენად დაახლოებით ერთი დღე დასჭირდება.
უკრაინელებმა ასევე იერიში მიიტანეს ნავთობსაცავზე ნოვოროსიისკის რეგიონში და ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე კრასნოდარის რეგიონში.
ამასთან ერთად, უკრაინის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 20 ირანული დრონით იერიშები მიიტანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ყველა დრონი განადგურებულია ხარკოვის, პოლტავას, ვინიციის, ოდესისა და ნიკოლაევის რეგიონებში.