კრასნოდარის გუბერნატორი: უკრაინული დრონის იერიშს პორტ “კავკაზში” ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კრასნოდარის გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინული დრონით განხორციელებულმა იერიშმა პორტ “კავკაზში” ბორანი დააზიანა, მასზე მყოფი ერთი ადამიანი კი თავდასხმას ემსხვერპლა. ამის თაობაზე ვენიამინ კონდრატიევმა “ტელეგრამზე” სამშაბათს დაწერა.
ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რიას” ცნობით, ხანძარი პორტში დრონის თავდასხმის შედეგად გაჩნდა და ის მოგვიანებით ჩააქრეს.
საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ადგილზე დეტალების დამოუკიდებლად გადამოწმება არ შეუძლიათ, კიევს კი მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
პორტი “კავკაზი” ს ნახევარკუნძულის მოპირდაპირედ მდებარეობს. ბორნები იქიდან რუსეთის ტერიტორიას ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს.
მაისში უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებდა, რომ პორტ “კავკაზში” მდებარე ნავთობის ტერმინალზე მიიტანა სარაკეტო იერიში. რუსეთი ამ პორტს ნავთობისა და მარცვლეულის ექსპორტისთვისაც იყენებს.