კრამონი: ივანიშვილი ემზადება, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს. ამჟამად, ამის ლეგალური საფუძველი არსებობს. ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს მთავრობა მომავალ არჩევნებს მასობრივად გააყალბებს, რაც თავის მხრივ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს.
წერს X-ზე გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილებას, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.
საგადასახადო კოდექსში შესაძლო ცვლილებას ეხმაურება პარლამენტის წევრი და სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული კანონპროექტით “ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები”.